1. 2011 წლის 2 დეკემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 2011 წლის 2 დეკემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი გურჯაანის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;
ბ) განხორციელდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.
2. ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2011 წლის 2 დეკემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2011 წლის 2 დეკემბრიდან გადაეცეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნ