1. ეს გადაწყვეტილება, გარდა მე-13 მუხლის, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №651 და „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და სასამართლო პალატებსა და კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის №857 ბრძანებულებების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.
2. მე-13 მუხლი და 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 17 სექტემბრიდან.
3. 61-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 10 აგვისტოდან.
ვალერი ცერცვაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
.
დანართი 4
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/204-2007
2007 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის
ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის თანდართული ფიცის ტექსტი.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 აგვისტოს N458 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.
ვალერი ცერცვაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის ფიცი
ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა:
– ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას;
– ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს;
– განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით;
– ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;
– პირნათლად ვასრულებდე მოსამართლის მაღალ დანიშნულებას!
დანართი 5
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/206-2007
2007 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხის, აპარატის მოხელეთა და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 34-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანდართული დებულება (დანართი 1);
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი 2);
გ) დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო (დანართი 3).
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №344 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.
ვალერი ცერცვაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
დანართი 1
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის
დებულე