1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. აპარატი თავის საქმიანობას ახორციელებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის, სხვა სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციები და ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი განისაზღვრება ამ  დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. აპარატში იქმნება დეპარტამენტები, სამმართველოები, სამსახურები და სხვა სტრუქტურული ერთეულები.

5. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენენ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით, აპარატის მოხელე შესაძლებელია იმავდროულად ასრულებდეს აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულის მოხელის მოვალეობას “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესი