საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის კომპეტენციაა:
ა) მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკითხების მომზადება;
ბ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისა და მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების მიზნით ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
გ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების შემუშავება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ1) საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების პროცედურის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობა;
დ) კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება;
ე) სასამართლო რეფორმის საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
ვ) სასამართლო პრაქტიკის და მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ზ) საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესის შემუშავება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
თ) სასამართლოს სტატისტიკის ანალიზის მასალების განხილვა;
ი) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და სტრუქტურის, აგრეთვე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების თაობაზე წინადადებების მომზადება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
კ) საერთო სასამართლოების (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურისა და საშტატო რაოდენობის შედგენა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ლ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების შემუშავება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ