1. შეიქმნას ბოლნისის რაიონული სასამართლო.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 7 მოსამართლით.
4. ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:
ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტში;
ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტშ