ქალაქ რუსთავის მმართველობა არის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართველობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის ყველა საკითხის გადაწყვეტას და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მართვას თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე.

ქ. რუსთავის სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოა ქ. რუსთავის სათათბირო, ხოლო სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანო - მერია.

სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებები