1. თუ ვერტმფრენის ფიუზელაჟზე გათვალისწინებულია იმ ადგილების მონიშვნა, სადაც სამაშველო ჯგუფს შეუძლია ფიუზელაჟის მექანიკური გახსნა, მონიშვნა უნდა მოხდეს წითელი ან ყვითელი საღებავით, აუცილებლობის შემთხვევაში შემოხაზვა ხდება თეთრი კანტით კონტრასტისათვის.
2.თუ მანძილი ორ კუთხოვან ნიშანს შორის აღემატება 2მ-ს, დამატებით უნდა იყოს მონიშნული შუალედური ხაზი 9 სმ x 3 სმ ზომის, იმის გაანგარიშებით, რომ მანძილი არ აღემატებოდეს 2მ-ს.
შენიშვნა: 1. ფიუზელაჟის საავარიო გახსნის ადგილების მონიშვნის სქემა მოცემულია ამ წესის N1 დანართში.
2. ამ მუხლში მოცემული სტანდარტი არ ნიშნავს, რომ ყველა ტიპის ვერტმფრენზე გათვალისწინებული უნდა იყოს ფიუზელაჟის საავარიო გახსნის ადგილებ