1. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს ვერტმფრენის ბორტზე შემოწმების საკონტროლო ჩამონათვალის არსებობა, რომლის მიხედვით, მოსალოდნელი მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში განხორციელდება შემოწმება, ბორტზე იარაღის, ასაფეთქებლების და სხვა სახიფათო ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით.
2. შემოწმების საკონტროლო ჩამონათვალს თან უნდა ერთვოდეს სახელმძღვანელო მასალა, ეკიპაჟის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის ან სხვა საეჭვო საგნების აღმოჩენისას განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ