1. ექსპლუატანტს უნდა ჰქონდეს შემუშავებული და სააგენტოსთან შეთანხმებული საავიაციო უშიშროების საკითხებში ეკიპაჟების მომზადების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ეკიპაჟების მომზადებას, რათა მათ შეძლონ მოახდინონ ადეკვატური რეაგირება ბორტზე მართლსაწინააღმდეგო ქმედობის განხორციელების შემთხვევაში.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია შეიმუშავოს საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების პროგრამა და უზრუნველყოს ამ პროგრამის მიხედვით პერსონალის მომზადება. პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მგზავრებთან, ბარგთან, ტვირთთთან, ბორტკვებასთან, აღჭურვილობასთან, საბორტო მარაგთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გაცნობას მართლსაწინააღმდეგო ქმედობის თავიდან აცილების მიზნი