1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი ოდენობა:

ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 20 ლარი;

ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,   აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება – 40 ლარი;

გ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 100 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობები გაიცემა კვირაში 15 საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, ხოლო კვირაში 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულა