ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს ამ დანართის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით (შემდგომ – სქემა) განსაზღვრული სტატუსი – უფროსი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, რომელიც მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ენიჭება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, შესაბამისი კვალიფიკაციისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირი, რომელიც ასწავლის იმ საგანს, რომელშიც დადასტურებული აქვს კომპეტენცია ან აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან განსაკუთრებულ შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი;
გ) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან სქემის საფუძველზე მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
დ) წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან სქემის საფუძველზე მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;
ე) მენტორი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან სქემის საფუძველზე მიენიჭება მენტორი მასწავლებლის სტატუსი;
ვ) სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, შესაბამისი კვალიფიკაციისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;
ზ) სპეციალური მასწავლებლის სტატუსი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, რომელიც სპეციალურ მასწავლებელს სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის ან/და განხორციელებული აქტივობების საფუძველზე ენიჭება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) ნაწილობრივი დატვირთვა – გულისხმობს მასწავლებლის 36-ზე ნაკლებ-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში;
ი) სრული დატვირთვა – გულისხმობს მასწავლებლის 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში;
კ) სრულზე მეტი დატვირთვა - გულისხმობს მასწავლებლის 40-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 19 ან მეტი არაუმეტეს 25 საგაკვეთილო საათი კვირაში;
ლ) სპეციალური მასწავლებლის სრული სამუშაო დატვირთვა – გულისხმობს სპეციალური მასწავლებლის 36-საათიან სამუშაო კვირას;
მ) სპეციალური მასწავლებლის ნაწილობრივი სამუშაო დატვირთვა – გულისხმობს სპეციალური მასწავლებლის 36-საათზე ნაკლებ სამუშაო კვირას.
მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობე