1. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს.

2. მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება მიეცეს:

ა) კლასკომპლექტით სწავლების დანამატი;

ბ) დანამატი არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის:

ბ.ა) ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის);

ბ.ბ) საქართველოს ისტორია;

ბ.გ) საქართველოს გეოგრაფია;

გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

დ) წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი (შემდგომ – ფუნქციური დანამატი);

ე) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციური დანამატი მასწავლებელს მიეცემა მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესით გათვალისწინებული წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულებისათვი