1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები განისაზღვრება შემდეგი სახით (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატებისა):
ა) კლასკომპლექტით სწავლება – 40,50 ლარი;
ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40,50 ლარი;
გ) კლასის დამრიგებლობა – 101,25 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები გაიცემა სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში (ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად