სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს:
ა) სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა.ა) სპეციალური მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;
ა.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალური მასწავლებლის, ან/და საჯარო სკოლაში სპეციალური პედაგოგის, ან/და ფსიქოლოგის, ან/და ინკლუზიური განათლების კოორდინატორის საქმიანობა (შემდგომ – სამუშაო სტაჟი);
ა.გ) სპეციალური მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა;
ბ) სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს დანამატის გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით:
ბ.ა) კლასის დამრიგებლობა;
ბ.ბ) სკოლის მაღალმთიან დასახლებაში მდებარეობა;
ბ.გ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულებ