1. სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო გამოითვლება 36-საათიანი სამუშაო კვირის მიხედვით, რომლის შემადგენლობაშიც შედის დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლება ან/და ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით, ხოლო სპეციალური მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა გამოითვლება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.
2. სპეციალური მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, რომელიც მხოლოდ უნდა მოიცავდეს დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლებას ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობას მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით.
3. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გამოითვლება ამ დანართით დადგენილი წესით.
4. სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს, მისი სამუშაოს ნაწილი – პროფესიულ განვითარებაზე მუშაობა, სამუშაო პროცესისთვის მომზადება და სხვა, შეასრულოს სკოლის გარეთ. თუ სკოლის დირექცია თვლის, რომ სპეციალური მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს, უფლებამოსილია სპეციალურ მასწავლებელს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით სამუშაო კვირისათვის გათვალისწინებული საათების ფარგლებში სკოლაში მუშაობა, შედეგების გაუმჯობესებამდ