1. სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, სპეციალურ მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატების (გარდა ამ დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატისა) ოდენობა განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) კლასის დამრიგებლობა – 101. 25 ლარი;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით, ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში – საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი არ არის დამოკიდებული სპეციალური მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზ