1. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატი ეძლევა:
ა) სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და ასრულებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესით გათვალისწინებული წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციას და დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;
ბ) განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.
2. სქემით განსაზღვრული წამყვანი სპეციალური მასწავლებლის და მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ოდენობა:
ა) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატია – 150 ლარი;
ბ) მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ მასწავლებელს წამყვანი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულება, საკუთარი გადაწყვეტილებით და სკოლის თანხმობით, შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციური დანამატი ეძლევა სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასრულებს წამყვანი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციას და აქვს სამუშაო დატვირთვა.
5. წამყვანი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუთავსებელია წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულებასთა