1. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს.

2. მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება მიეცეს:

ა) კლასკომპლექტით სწავლების დანამატი;

ბ) დანამატი არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის:

ბ.ა) ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის);

ბ.ბ) საქართველოს ისტორია;

ბ.გ) საქართველოს გეოგრაფია;

გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

დ) სრულ განაკვეთზე მეტი დატვირთვის დანამატი;

ე) სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატ