1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები:
ა) სრული ზოგადი განათლება – 0.8;
ბ) პროფესიული განათლება – 0.9;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 1.0;
დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება – 1.1;
ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 1.2.
2. თითოეული საფეხურისათვის მინიჭებული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე (,,ა”) გადამრავლებით განისაზღვრება მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო ქვემოთ მოყვანილი ფორმულის (,,ბ”) მიხედვით:
ა) საბაზო თანამდებობრივი სარგო უტოლდება 405 ლარს;
ბ) Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c)
სადაც:
Sal(m) = გასაანგარიშებელი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი;
Sal(b) = ერთი თვის საბაზო თანამდებობრივი სარგო (405 ლარი);
Ed(c) = მასწავლებლის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;
WS(c) = მასწავლებლის სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტი (0.15 კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მიუხედავად);
WE(c ) = მასწავლებლის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი.
3. ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატები გამოიანგარიშება შესაბამისი კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე გადამრავლებით და არ არის მოცემული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში.
4. ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი მიეცემა, მხოლოდ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებელ