1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატების (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა) კოეფიციენტები განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) კლასკომპლექტით სწავლება – 0.1;
ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 0.1;
გ) კლასის დამრიგებლობა – 0.25.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზ