1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის სამუშაო სტაჟის სამი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები:
ა) 0 - დან 5 წლის ჩათვლით – 0.2;
ბ) 5-დან 10 წლის ჩათვლით – 0.5;
გ) 10 წლის ზემოთ – 0.6.
2. თითოეული საფეხურისათვის მინიჭებული შესაბამისი კოეფიციენტი მასწავლებლის განათლებისა და სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს.
3. 0 - დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო სტაჟის მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრულია ამ დანართის №1 დანართში, 5-დან 10 წლის ჩათვლით − №2 დანართში, ხოლო 10 წლის ზემოთ − №3 დანართშ