1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სრული დატვირთვის მქონე უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზებს:
ა) რომელსაც აქვს:
ა.ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;
ა.ბ) 10-წლიანი სამუშაო სტაჟი;
ბ) რომელიც ასწავლის საქართველოს ისტორიას არაქართულენოვან სკოლაში და არის კლასის დამრიგებელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზა:
ა) დანართი №2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოები (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 542.70 ლარს);
ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 40.50+101.25=141.75 ლარს);
გ) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი, რომელიც შეადგენს ამ ბრძანების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოდენობას;
დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (542.70 +141.75+795.00=1,479.45 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1,479.45 ლარს.
3. აღნიშნული უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება შემდეგი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:
ა) 405*1.1+405*1.1*0.15+405*0.5*0.15=542.70 ლარი (დანართი №2);
ბ) 542.70+795.00= 1,337.70 ლარი;
გ) 405*0.1+405*0.25=40.50+101.25=141.75 ლარი (დანართი №4);
დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 1,337.70 +141.75=1,479.45 ლარი.
სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობე