1. სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლა თვითშეფასების მიზნით აანალიზებს საკუთარ საქმიანობას და განსაზღვრავს საჭიროებებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის სამი მიმართულების შესაბამისად.
2. სკოლის მიერ საჭიროებების განსაზღვრა ეფუძნება თვითშეფასებით იდენტიფიცირებულ გამოწვევებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნებს.
3. საჭიროებების საფუძველზე, სკოლა განსაზღვრავს შესაბამის ფუნქციებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის თითოეული მიმართულებით და სასწავლო წლის დასაწყისში უნაწილებს მათ სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს.
4. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს დაასაქმებს ფუნქციების გადანაწილების შემდგომ, სკოლა ვალდებულია, აღნიშნულ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს გადაუნაწილოს არჩეული კარიერული მიმართულებით არსებული ვაკანტური ფუნქცია ან არსებული საჭიროების შესაბამისად განსაზღვროს დამატებითი ფუნქცი