1. ის უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე ჩაბარებული ჰქონდათ პროფესიული უნარების გამოცდა და გადალახული ჰქონდათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებული ზღვარი, სკოლის დონისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით;
2. ის უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე ჩაბარებული ჰქონდათ პროფესიული უნარების გამოცდა და გადალახული ჰქონდათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის დაწესებული ზღვარი, მუნიციპალიტეტის დონისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით;
3. ის წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე ჩაბარებული ჰქონდათ პროფესიული უნარების გამოცდა და გადალახული ჰქონდათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის დაწესებული ზღვარი, მუნიციპალიტეტის დონისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით;
4. უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე მოპოვებული აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თავისუფლდებიან სკოლისა და მუნიციპალიტეტის დონეზე სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან კარიერული წინსვლის სამივე მიმართულები