1. სქემა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) ავტონომიურობა - სქემა ითვალისწინებს სკოლის/საგანმანათლებლო რესურსცენტრის ავტონომიურობას მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,  სკოლის/სკოლების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით;

ბ) უწყვეტობა და მრავალფეროვნება - სქემა ითვალისწინებს სკოლის ბაზაზე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და მისთვის მრავალფეროვანი კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შექმნას სკოლისა და მუნიციპალიტეტის დონეზე;

გ) ნებაყოფლობითობა - მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა ეფუძნება ნებაყოფლობით არჩევანს და არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას;

დ) სამართლიანობა და ობიექტურობა - სქემა უზრუნველყოფს თანაბარ პირობებსა და  მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შეფასების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას,  დისკრიმინაციისა და მიკერძოების გარეშე.

2. სქემის ამოცანებია:

ა) განსაზღვროს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის სქემაში ჩართვისა და ნებაყოფლობითი კარიერული წინსვლის სტრუქტურირებული გზები, მიმართულებები და შესაბამისი დონეები;

ბ) დაადგინოს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის თითოეულ დონეზე მიმართულების შესაბამისი ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვების პირობები, კრიტერიუმები და მოთხოვნები;

გ) შეიმუშაოს პროცედურული ჩარჩო მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლისთვის ფუნქციის დაკისრების, სტატუსის/მიმართულების/ფუნქციის შესრულების ვალდებულების შეჩერებისა და აღდგენის პროცესებისთვის;

დ) უზრუნველყოს სამართლიანი და სანდო შეფასების სისტემა, შესაბამისი კრიტერიუმებითა და ინსტრუმენტებით;

ე) დაარეგულიროს მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემის წარმოების საკითხები;

ვ) წაახალისოს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა და პროფესიული განვითარება, როგორც განათლების ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორ