ახალი
კორონავირუსით
(SARS-CoV-2)
გამოწვეული
ინფექციასთან
(COVID-19) დაკავშირებით
საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ორგანიზების თავისებურებები
1. 2022 წლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციებით („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) განსაზღვრული წესების შესაბამისად.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) დარღვევის შემთხვევაში აპლიკანტს მიეცემა შენიშვნა და მიეთითება წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში აპლიკანტი მოიხსნება გამოცდიდან.
3. 2022 წლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებისმიზნებისათვის:
ა) ის აპლიკანტები, რომელთაც გამოცდის დღისათვის დადასტურებული ექნებათ COVID-19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან;
ბ) ცენტრი უფლებამოსილია, იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს შესაბამისი საგნის დამატებით ერთი საგამოცდო სესია;
გ) ცენტრი ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით შესაბამისი გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს აპლიკანტთა
თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში ცენტრი უფლებამოსილია დაცული ფორმით ყოველდღიურად მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ აპლიკანტს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 7 დღის განმავლობაში;
დ) ცენტრი უზრუნველყოფს იმ აპლიკანტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულმა პირებმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი ცენტრში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ვ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია;
ზ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია აპლიკანტისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების თაობაზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და დაცული ფორმით ეცნობება მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც აბარებს გამოცდას აპლიკანტი;
თ) ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება;
ი) დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.