1. კონკურსს ატარებს კომისია.
2. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების გზით:
ა) ტესტირება:
ა.ა) ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას, პროგრამისა და ჩატარების წესებს განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით;
ა.ბ)    ტესტირების საკითხთა პროგრამა, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გადაეცეს ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც დაშვებული იქნება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გარდა ამისა, პროგრამა განთავსებულ უნდა იქნეს სამინისტროში თვალსაჩინო ადგილას;
ა.გ)    კანდიდატმა დადებითი შეფასების მისაღებად უნდა დააგროვოს კომისიის წინადადებით მინისტრის მიერ დადგენილ აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი);
ა.დ)   კონკურსის მხოლოდ ტესტირების ფორმით ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ქულათა რაოდენობის მიხედვით იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც გადალახეს ამ პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მინიმალური ზღვარი. ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება კომისიის მიერ.
ბ) გასაუბრება: კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების გზით