1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით.
2. კონკურსი ცხადდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. დამატებით კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც.
3. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
4. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან