1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის: კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა.
3. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას