1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა წევრი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. თუ კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს, გადაწყვეტილების გაცნობა ხდება კომისიის სხდომის ოქმის სამინისტროში თვალსაჩინო ადგილას გამოკვრის გზით. ამავე ვადაში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს ეცნობება წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატურის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
3. კონკურსის შედეგების შესახებ კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
4. ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე პირმა უნდა წარმოადგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები (ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტების გარდა) კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში. აღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განიხილოს შემდეგი 2 საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი.
5. კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთი კვირის ვადაში კომისია საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ:
ა) ვაკანტური თანამდებობების დასახელებას;
ბ) შემოსული განცხადებების რაოდენობას;
გ) კონკურსის ეტაპებს;
დ) გამოყენებულ მეთოდიკებსა და პროცედურებს;
ე) კონკურსის შედეგებსა და სხვა მონაცემებს
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 28.02.2013
მუხლი 16. კონკურსის შედეგები
თავი III — კონკურსი
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 დღის ვადაში
- ვადა ერთი კვირის ვადაში
- ვადა 2 კვირის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. კომისიის სამდივნო
- მუხლი 10. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს
- მუხლი 11. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
- მუხლი 12. კანდიდატის უფლება საკონკურსო ადგილის შეცვლაზე და არჩევაზე
- მუხლი 13. კონკურსის ჩატარების პირობები
- მუხლი 15. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 18. ატესტაციას დაქვემდებარებული პირები
- მუხლი 19. ატესტაციის დრო
- მუხლი 20. ატესტაციის ჩატარების პროცედურა
- მუხლი 21. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 22. ატესტაციის შედეგები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 16, №396, 28.05.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.013.139 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84052/muxli-16/