ატესტაციის პრინციპებია:

ა) ობიექტურობა–ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს  არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;

ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და ცნობილი ყველა მოხელისათვის;

გ) არადისკრიმინაციულობა–ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნების ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;

დ) საჯაროობა – ატესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და ატესტაციის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;

ე) კოლეგიურობა – ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ;

ვ) კორექტულობა – ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო–საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლა