1. ეს დებულება შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების შესაბამისად.
2. ამ დებულების მიზნებია:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსის, აგრეთვე მოხელეთა ატესტაციის ჩატარებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდეგ – კომისია) საქმიანობის წესების განსაზღვრა;
ბ) საკადრო რეზერვის შექმნა (შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში);
გ) მოხელის სამსახურებრივი დაწინაურებისა და მისთვის საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დახვეწა.
3. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეებზე და კანდიდატებზე
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 28.02.2013
მუხლი 1. გამოყენების სფერო
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. კონკურსის/ატესტაციის ამოცანები და პრინციპები
- მუხლი 3. კომისიის ფუნქციები
- მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 5. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
- მუხლი 6. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი
- მუხლი 7. კომისიის რეგლამენტი
- მუხლი 8. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 9. კომისიის სამდივნო
- მუხლი 10. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს
- მუხლი 11. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
- მუხლი 12. კანდიდატის უფლება საკონკურსო ადგილის შეცვლაზე და არჩევაზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 1, №396, 28.05.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.013.139 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84052/muxli-1/