1.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
ა)
კანდიდატის განაცხადის ფორმა (დანართი №4);
ბ)
კონკურსის შესახებ შეტყობინებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
2.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2014 წლის 1 იანვრამდე მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით,  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე