1. მოქალაქე, რომელიც გამოთქვამს სურვილს მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, ვალდებულია კონკურსის დანიშვნის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) Curriculum Vitae (CV);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი ან ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) სხვა დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო 2014 წლის 1 იანვრამდე განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.
3. მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ექვემდებარება გადამოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კონკურსში მონაწილეობისათვის გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან ერთდროულად გამოცხადებულ რამდენიმე ვაკანსიაზე განცხადების შეტანა არის კონკურსში მონაწილეობაზე პირისათვის უარის თქმის საფუძველი.
5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო იღებს, ამოწმებს და აანალიზებს წარმოდგენილ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს.
6. კანდიდატის კონკურსში დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია განცხადებების მიღების დამთავრებიდან 3 დღის ვადაში.
7. კომისიის გადაწყვეტილება და კონკურსანტთა (კონკურსში დაშვებულ პირთა) სია ქვეყნდება განცხადებების მიღების დამთავრებიდან 5 დღის ვადაში.
თავი III
კანდიდატთა განცხადებების მიღება და განხილ