1. კანდიდატებს უფლება აქვთ კონკურსის გამოცხადების დღიდან კონკურსში მონაწილეობის მიზნით შეიტანონ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო 2014 წლის 1 იანვრამდე კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.

2. კონკურსის გამოცხადების დღედ, თუ კონკურსის გამოცხადება ხდება, როგორც  საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, ასევე ბეჭდვით ორგანოს მეშვეობით, ითვლება ბოლო გამოცხადების დღე (თუ თავდაპირველად აიტვირთა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდზე, ხოლო შემდეგ გამოქვეყნდა ბეჭდვით ორგანოში, ათვლა დაიწყება ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან).

3. კანდიდატს კონკურსის გამოცხადების დღიდან ეძლევა არა ნაკლებ 10 დღე განცხადების წარსადგენად. 10-დღიან ვადაში არ ითვლება დასვენების და ,,საქართველოს შრომის კოდექსით” დადგენილი უქმე დღეები