1. განცხადებებს იღებს, კომისიის მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს და ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების არსებობას ამოწმებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო.
2. სამდივნოს მიერ განცხადებების მიღება ხდება დილის 10 საათიდან, საღამოს 18 საათამდე. განცხადებების მიღების გასვლის ბოლო დღეს 18 საათზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კანდიდატთა ერთიან სიაზე ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს განცხადებების მიღების დახურვას. ვადის გასვლის შემდეგ განცხადებების მიღება დაუშვებელი