1. კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
2. საკრებულოს ფრაქციის, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა (არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს) და მასმედიის არაუმეტეს თითო წარმომადგენელს უფლება აქვს დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს გასაუბრების პროცესს.
3. დამკვირვებლის უფლების მიღების მიზნით შესაბამისი ორგანიზაციები კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე 2 დღით ადრე წერილობით მიმართავენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს და ღებულობენ დამკვირვებლის საშვს.
4. დამკვირვებელი ვალდებულია კონკურსის ჩატარების დარბაზში დაიკავოს მხოლოდ მისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი. დამკვირვებელს უფლება არ აქვს დასვას შეკითხვები, ჩაერიოს კონკურსის პროცესში, კონკურსის მიმდინარეობისას გადაადგილდეს, რაიმე ფორმით გამოხატოს თავის კმაყოფილება ან უკმაყოფილება და ხელი შეუშალოს კონკურსის მიმდინარეობას. დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია დამკვირვებელს დაატოვებინოს დარბაზი, გაუუქმოს დამკვირვებლის საშვი და მიმართოს მის წარმდგენ ორგანიზაციას ამ პირის შეცვლის წინადადებით