1. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ასევე უნდა გამოქვეყნდეს იმ ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოდის კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ აგრეთვე უნდა იქნეს განთავსებული თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ შენობებში (მათ შორის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულების ადმინისტრაციულ შენობებში) და თვითმმართველ ერთეულში არსებულ საინფორმაციო დაფებზე.

2. კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალურ საინფორმაციო დაფაზე განთავსებით.

3. თუ კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული დოკუმენტები დიდი მოცულობისაა, საინფორმაციო დაფაზე განთავსდება მხოლოდ ამ დოკუმენტის სათაური, მოკლე აღწერილობა და მითითება, თუ სად შეიძლება დოკუმენტის სრული ტექსტის გაცნობა.

4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საინფორმაციო დაფა განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზ