1. იმ კანდიდატთა სია, რომლებიც დაშვებულნი იქნენ კონკურსში, ქვეყნდება განცხადებების მიღების დასრულებიდან 5 დღის ვადაში. ამავე ვადაში ყველა იმ კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა კონკურსში დაშვებაზე ეცნობება შესაბამისი მიზეზების მითითებით.
2. კანდიდატებს, რომელთაც უარი ეთქვათ კონკურსში დაშვებაზე, უფლება აქვთ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში გაასაჩივრონ საპრეტენზიო კომისიაში, რომელიც არა უგვიანეს 3 დღის ვადაში განიხილავს განცხადებას და თავის წინადადებებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს წარდგენიდან 2 დღის ვადაში. კომისიათა მიერ განცხადებათა განხილვის ვადები შეიძლება იქნეს შემცირებული კონკურსის გრაფიკიდან გამომდინარე, რათა განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატს ჰქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს გრაფიკით დადგენილ კონკურსის ეტაპების გავლაში.
3. თუ გამოცხადებულ თანამდებობაზე არ ერთი განცხადება არ იქნა შემოსული, კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახე