1. კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი მთავრდება კონკურსის გამოცხადებით.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი შესაძლებელია გამოაცხადდეს აგრეთვე ბეჭდვით ორგანოში.
3. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ) შესასრულებელი სამუშაო;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;
ვ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
4. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.
5. განცხადებების წარდგენის ვადის გათვალისწინებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა, რომელზედაც განიხილება კანდიდატის კონკურსში დაშვების საკითხი, ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არაუადრეს 10 დღის