1. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი ან უარი თქვას კანდიდატის წარდგენაზე.

2. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში ეცნობება თითოეულ კანდიდატს და ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილ პირს.

3. კონკურსში გამარჯვებულად ცნობილი კანდიდატი ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე, თუ იგი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის ვადაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლებამოსილ პირს წარუდგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას.

4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
კონკურსის ჩატარების საჯაროობა და გასაჩივრების წეს