1. კონკურსის მიმდინარეობისას პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირი მიმართავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება შეიძლება წერილობით გასაჩივრდეს იმავე დღეს საპრეტენზიო კომისიაში. საპრეტენზიო კომისია 1 დღის ვადაში განიხილავს და წერილობითი წინადადებით მიმართავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, რომელიც 2 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს გასაჩივრებული სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს საპრეტენზიო კომისიაში შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. კომისიათა მიერ განცხადებათა განხილვის ვადები შეიძლება იქნეს შემცირებული კონკურსის გრაფიკიდან გამომდინარე, რათა განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატს ჰქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს გრაფიკით დადგენილ კონკურსის შემდგომ ეტაპების გავლაში.

3. კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს გასაჩივრებული სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი