1.
კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა)
წერითი დავალება;
ბ)
სხვადასხვა სახის ტესტირება;
გ)
გასაუბრება.
2.
წერითი დავალების/ტესტირების/გასაუბრების თემატიკას, ფორმებს, პირობებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღისა.
4.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის პროცედურაზე არ დაიშვება