1. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე, ერთი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში (შემდგომში – სამმართველო), წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №1). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს სამმართველოში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
3. ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს სამმართველო.
4. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია მინისტრთან შეთანხმებით.
5. გასაუბრება იმართება სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, სადაც პირი მუშაობს.
6. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
7. ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასება