1. საქსტანდარტის მოხელეთა რეზერვს ქმენის და რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საქსტანდარტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. რეზერვში ჩარიცხული პირი სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.
3. მოხელეთა რეზერვიდან პირის გამოყვანა ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირი დაინიშნა მოხელის შესაბამის ვაკატურ თანამდებობაზე;
ბ) პირი გასამართლებულ იქნა განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
გ) პირი სასამართლოს გადაწყვეტიილებით ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
დ) პირს სასამართლოს მიერ ჩამოერთმევა შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) პირმა მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ვ) პირმა მიაღწია საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს