1. კონკურსის მიზანია სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ვაკანტურ თანამდებობაზე (შემდგომში – ვაკანტური თანამდებობა) დასანიშნ პირთა შერჩევა, ასევე სამსახურში მისაღებ კანდიდატთა რეზერვის ფორმირება.

2. კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან – ტესტირებისა და გასაუბრებისაგან, ხოლო იმ თანამდებობაზე, სადაც დადგენილია სამსახურის თანამშრომლებისათვის სპეციალური ფიზიკური მომზადება, ტესტირების მაგივრად ტარდება ამ წესით დადგენილი ფიზიკური მომზადების შემოწმება და გასაუბრება.

3. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით კონკურსი შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ გასაუბრები