1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საპრეტენზიო კომისია (შემდგომში – საპრეტენზიო კომისია) იქმნება სამსახურის უფროსის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისგან დამოუკიდებლად. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი.

2. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს სამსახურის უფროსი.

3. საპრეტენზიო კომისიის მიზანია კონკურსის ჩატარების დროს ტესტირებასთან დაკავშირებით პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და კომისიისათვის სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნის წარდგენა.

4. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში ჩასართავად მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, სპეციალისტების მოწვევაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

5. მოწვეულ სპეციალისტთა უფლებამოსილება განისაზღვრება მხოლოდ ტესტებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვით და გამოტანილი დასკვნების წერილობით გადაცემით საპრეტენზიო კომისიისათვის.

6. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

7. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

8. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების მიიღება ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

9. საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება საპრეტენზიო კომისიის სხვა წევრების გადაწყვეტილებას, ვალდებულია თავისი წინადადება და შენიშვნა წერილობით დაურთოს ოქმს.

10. საპრეტენზიო კომისიაში განცხადების (პრეტენზიების) წარდგენა წარმოებს კონკურსში მონაწილე ნებისმიერი კანდიდატის მიერ როგორც კონკურსის დაწყებამდე, ასევე მისი მიმდინარეობის პროცესში და ტესტირების შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, დაგვიანებული პრეტენზიები არ მიიღება.

11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 დღის ვადაში. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებების (საქმის დიდი მოცულობა, სირთულე) არსებობისას განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.

12. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება კომისიას გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

13. თუ საპრეტენზიო კომისია მიიჩნევს, რომ განცხადებაში (პრეტენზიაში) მოყვანილი შეკითხვა ბუნდოვანია, დასმულ შეკითხვაზე არ არსებობს სწორი პასუხი, პასუხები არასწორადაა მითითებული, კითხვაზე არსებობს რამდენიმე სწორი პასუხი, კითხვა სცილდება საგამოცდო პროგრამის ფარგლებს, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და წარუდგინოს წინადადება კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

14. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს არ დაეთანხმოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა.

15. ტესტის კითხვის გაუქმების შემთხვევაში ყველა კანდიდატის მიერ ამ კითხვაზე გაცემული პასუხი ჩაითვლება სწორად და დაეწერება შესაბამისი ქულა.

16. კითხვათა გაუქმების შესახებ საპრეტენზიო კომისიის ოქმები გადაეცემა კომისიას. ოქმში მითითებული უნდა იქნეს:

ა) რამდენი კითხვა იქნა გასაჩივრებული;

ბ) რამდენი კითხვა იქნა მიჩნეული კომისიის მიერ არასრულყოფილად და შესაბამისად, რამდენი კითხვა გაუქმდა.

თავი III. კანდიდატთა კონკურს