კომისიის მიზანია სამსახურში კონკურსისა ან/და ატესტაციის ჩატარება. ამ მიზნის მისაღწევად კომისია:
ა) უზრუნველყოფს ტესტირებას, ფიზიკური მომზადების შემოწმებას და გასაუბრების ჩატარებას დადგენილი წესების და პროცედურების დაცვით;
ბ) კონკურსის შემთხვევაში რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა სიას და მათ რაოდენობას;
გ) უზრუნველყოფს კანდიდატთა ტესტური ნამუშევრების გასწორებას, ასევე ფიზიკური მომზადების შედეგების შესაბამისობას სპეციალურ ფიზიკურ ნორმატივებთან;
დ) აფიქსირებს კანდიდატის მიერ კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში წესების დარღვევის ფაქტებს და იღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის, ხსნის კანდიდატს ტესტირებიდან (ფიზიკური მომზადების შემოწმებიდან);
ე) ტესტირების დროის ამოწურვის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა მიერ ტესტური ნამუშევრების ჩაბარების ფაქტს;
ვ) ადასტურებს ტესტის პასუხების შემოწმებისას კანდიდატის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას და წარუდგენს საპრეტენზიო კომისიას პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში;
ზ) ადასტურებს კანდიდატის მიერ ფიზიკური მომზადების შემოწმების შედეგებს;
თ) ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და სამსახურის თანამშრომლებთან, აფასებს მათ შესაბამისობას თანამდებობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ წესის შესაბამისად;
ი) წარადგენს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე კანდიდატურებს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად;
კ) წარუდგენს სამსახურის უფროსს კონკურსისა და ატესტაციის შედეგებს;
ლ) ახორციელებს ამ წესით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 19.02.2026
მუხლი 3. კომისიის მიზანი
თავი II — საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო
- მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 4. კომისიის რეგლამენტი
- მუხლი 5. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
- მუხლი 6. საპრეტენზიო კომისია
- მუხლი 7. კონკურსის მიზანი
- მუხლი 8. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 9. კომისიის სამდივნო
- მუხლი 11. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
- მუხლი 14. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
- მუხლი 16. ატესტაციის ჩატარების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №782, 27.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.858 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87682/muxli-3/