1. ტესტური გამოცდა ტარდება ელექტრონული სისტემის საშუალებით.

2. საგამოცდო ტესტი შეიცავს საკვალიფიკაციო გამოცდისათვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ ას არჩევითპასუხიან დავალებას, რომელთა  რაოდენობა დგინდება შემდეგნაირად:

ა) საერთო სპეციალიზაციის შემთხვევაში:

ა.ა) საკონსტიტუციო სამართალი – 10 დავალება;

ა.ბ) სისხლის სამართალი – 15 დავალება;

ა.გ) სისხლის სამართლის პროცესი – 15 დავალება;

ა.დ) სამოქალაქო სამართალი – 15 დავალება;

ა.ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი – 15 დავალება;

ა.ვ) ადმინისტრაციული სამართალი – 13 დავალება;

ა.ზ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი – 7 დავალება;

ა.თ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები – 10 დავალება;

ბ)  სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის შემთხვევაში:

ბ.ა) საკონსტიტუციო სამართალი – 10 დავალება;

ბ.ბ) სამოქალაქო სამართალი – 25 დავალება;

ბ.გ)  სამოქალაქო სამართლის პროცესი – 25 დავალება;

ბ.დ) ადმინისტრაციული სამართალი – 20 დავალება;

ბ.ე) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი – 10 დავალება;

ბ.ვ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები – 10 დავალება;

გ) სისხლის სამართლის სპეციალიზაციის შემთხვევაში:

გ.ა) საკონსტიტუციო სამართალი – 10 დავალება;

გ.ბ) სისხლის სამართალი – 40 დავალება;

გ.გ) სისხლის სამართლის პროცესი – 40 დავალება;

გ.დ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები – 10 დავალება.

3. დავალებები თავისი სირთულის მიხედვით იყოფა სამ დონედ: მარტივი, საშუალო და რთული. საგამოცდო დავალებების საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენს რთული,  65%-ს – საშუალო, ხოლო 15%-ს – მარტივი კატეგორიის დავალება.

4. დავალების ყოველი საკითხი შედგება ორი ნაწილის – პირობისა და ოთხი სავარაუდო პასუხისაგან. დავალების ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. გამოსაცდელმა უნდა აღნიშნოს სწორი პასუხ