1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო და ერთ-ერთი სპეციალიზაციის მიხედვით.

2. სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში.

3. საერთო სპეციალიზაციაში საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სისხლის სამართალი;

გ) სისხლის სამართლის პროცესი;

დ) სამოქალაქო სამართალი;

ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

ვ) ადმინისტრაციული სამართალი;

ზ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;

თ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები.

4. სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სამოქალაქო სამართალი;

გ) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

დ) ადმინისტრაციული სამართალი;

ე) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;

ვ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები.

5. სისხლის სამართლის სპეციალიზაციით საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სისხლის სამართალი;

გ) სისხლის სამართლის პროცესი;

დ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებ